Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1984 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1980 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0615 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 თებერვალს შევა ძალაში.