1746709366
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7467 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1012 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1219 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0711 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 მაისს შევა ძალაში.