Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7315 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1186 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1202 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა კი უცვლელია და მისი ღირებულება 0.0696 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ივნისს შევა ძალაში.