Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0297 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0396 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0759 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 მარტს შევა ძალაში.