„ქართულ პროდუქციას შეუძლია ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთის ბაზარზე“ - კომპანია Kind and Noble-ის წარმომადგენელი
საქართველოს ტურისტული სექტორისა და გასტრონომიული მიმართულების წარმომადგენლებმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველოს მონაწილეობა პოზიტიურად შეაფასეს. მათ შორისაა, კომპანია Kind and Noble-ის წარმომადგენელი ნინო ნოზაძე, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ პროდუქციას შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი ჩინეთის ბაზარზე.
„ჩვენთვის გამოფენაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ქართულ პროდუქციას შეუძლია ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთის ბაზარზე. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ჩინური მხარის მოსაზრების მოსმენა ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და საკმაოდ ინოვაციური აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს ნინო ნოზაძე.
შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი. გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა კატეგორიის სასურსათო პროდუქციას, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, მათ შორის, ღვინო, ტრადიციული და ინოვაციური პროდუქტები და სხვ.