Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: რამ გამოიწვია ცვლილება? ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ სააგენტოთი „აწარმოე საქართველოში“ და მეორე მხრივ, იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში

„რამ გამოიწვია ცვლილება? მე ვიტყოდი, წარმატებამ, ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ინსტიტუტში [აწარმოე საქართველოში], მეორე მხრივ, ეკონომიკურმა წარმატებამ და იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სახელმწიფომ 2014 წლიდან გადადგა კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის პირველი რეალური ნაბიჯი.

„შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდობა აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე. ამ წლების განმავლობაში 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8,5 მლრდ ლარის ინვესტიციის წახალისება. ჩვენ მოვიპოვეთ ფართო საერთაშორისო აღიარება. რამ გამოიწვია ცვლილება? მე ვიტყოდი, წარმატებამ, ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ინსტიტუტში [აწარმოე საქართველოში], მეორე მხრივ, ეკონომიკურმა წარმატებამ და იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს აყენებს უპირველეს ამოცანას, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს უფრო მეტ აქტიურ და მიზნობრივ მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.