Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო ხუთი წლის ჭრილში გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონში

„შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის ჭრილში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონშიც. ამას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები და რეფორმები, რომელთაც სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებს. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპი მომავალ წლებში შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით იმედის მომცემია.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მთელი რიგი ინიციატივები როგორ პოლიტიკის, ისე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, რომელიც მიმდინარე და მომდევნო წლებში განხორციელდება, ხელს შეუწყობს ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას.