Loading data...
ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ თუ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს, შესთავაზებს მოქალაქეს შედარებით უფრო დაბალ ფასს და მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს

„ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ თუ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის იმოქმედებს, შესთავაზებს მოქალაქეს შედარებით უფრო დაბალ ფასს და მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საშუალო ფასნამატი არის 86%, თუმცა ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 180%-იანი ფასნამატიც კი ფიქსირდება.

„რაც შეეხება ფასნამატს, 86%-ს, ეს არის საშუალო მაჩვენებელი. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 180%-იანი ფასნამატიც კი ფიქსირდება, მაგრამ საშუალო ფასნამატი არის 86%. 180%-იანი ფასნამატი უკავშირდება ისეთ სასურსათო პროდუქტს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ხშირად მოხმარებადი პროდუქტი. პრობლემა სერიოზულია. ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ ფასნამატი ევროპულ ქვეყნებში 20-დან 30%-მდე მერყეობს, საწყობიდან თარომდე. ჩვენს შემთხვევაში არის 86%, რაც არის მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდების საკითხს, აქ მთავარი პრობლემა ეს არის - მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები, ამ წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები. ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ. შეიძლება მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ თუ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს, შესთავაზებს მოქალაქეს არა იმ ფასს, რასაც დღეს სთავაზობს, არამედ შედარებით უფრო დაბალ ფასს და მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.