Loading data...
ირაკლი ჭიღლაძე: 2025 წელს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კერძო ბიზნესთან ეფექტური თანამშრომლობის შედეგია

„2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტების 25%-იანი ზრდა გვქონდა. ვფიქრობ, მსგავსი შედეგი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კერძო ბიზნესს შორის სწორმა, თანმიმდევრულმა და ეფექტიანმა თანამშრომლობამ გამოიღო. დავასახელებ, სტრატეგიულად დაგეგმილმა გამოფენებმა, რომლებშიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მონაწილეობდა. საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში მოგზაურობა გამარტივებულმა ფრენებმაც გაუადვილა“, - განაცხადა სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია „კა გრუპის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ.

მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით, უკვე დაგეგმილია 2026 წლის განრიგიც.

„ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნები შევარჩიეთ და მონაწილეობას ვიღებთ ინდოეთის, ისრაელის, გერმანიის, ჩინეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის გამოფენებზე“, - ამბობს ჭიღლაძე.

ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.