Loading data...
იოსელიანი ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობის ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რათა ტექნიკური რეგულირებით ხელი შევუწყოთ მათ ეფექტურ მუშაობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობის ზრდაზე და ამ ტენდენციის ხელშემწყობ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ისეთ თანამშრომლობას, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის იმისათვის, რომ ეფექტური ტექნიკური რეგულირებით ხელი შევუწყოთ მათ ეფექტურ მუშაობას და ამ კუთხით გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, მოხდეს სრულად ათვისება იმ პოტენციალის, რომელიც ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურას გააჩნია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.