იანვარ-ივლისში ექსპორტი რეკორდულ ოდენობას 3,843.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას 3,843.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 10,310.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი 2025 წლის ივლისში 6.7%-ით შემცირდა და 1,464.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა 14,153.9 მილიონ აშშ დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა. 2025 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,073.1 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.