გიორგი ცუცქირიძე - ეროვნული ბანკის რეზერვების შევსების ამოცანა კვლავ გრძელდება, რასაც შესაბამისი ეკონომიკური კონიუნქტურა განაპირობებს

„რეზერვების შევსების ამოცანა კვლავ გრძელდება, რასაც შესაბამისი ეკონომიკური კონიუნქტურა განაპირობებს. დღეს აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეზერვების მოცულობამ 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორადაც უნდა მივიჩნიოთ,“ - წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომისტი, სების მიერ გუშინ გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სტატისტიკას ეხმაურება და სპეკულაციებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური სპექტრის თუ ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტები ცრუ პროგნოზებს ავრცელებდნენ და რეზერვების კატასტროფულ შემცირებას თუ ლარის კურსის მოსალოდნელ გაუფასურებას ვარაუდობდნენ.
„რეზერვების საკითხის პოლიტიზირებით და სპეკულაციებითაც კარგად ჩანს, რომ პროგნოზები, რაც ოპოზიციურად განწყობილი საექსპერტო საზოგადოებისაგან ვისმენდით და დღესაც ვისმენთ, მათ შორის სებ ის ყოფილი პრეზიდენტებიდან, ერთადერთი მიზანი აქვს, ნეგატიური მოლოდინებზე მკვეთრი აქცენტირებით, და სებ-ზე როგორც, ფინანსური სტაბილურობას წამყვან ინსტიტუტზე შეტევებით, შექმნას სურათი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არა აქვს, თორემ არც ეკონომიკა ჩამოქცეულა და არაც ქვეყანა დაცარიელებულა, პირიქით რეზერვებიც ივსება და ლარიც მაყარდება, აი ეს არის რეალობა,“- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
ცუცქირიძე საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რეზერვებში ოქროს კომპონენტის გაჩენა ასევე იყო ოპოზიციური საექსპერტო ველიდან კრიტიკის საგანი, თუმცა ეს პროგნოზი მცდარი აღოჩნდა. „2025 წლის აპრილის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.8% (757.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
ოქროს ფასის ზრდის გამო, აპრილის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 42.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს, რაც ასევე იყო ოპოზიციური საექსპერტო ველიდან კრიტიკის საგანი, ოქროს ფასის არასტაბილუტრობაზე და ფასების მოსალოდნელი ვარდნზე დაყრდნობით, თუმცა ეს პროგნოზიც მცდარი აღმოჩნდა,“ - წერს ცუცქირიძე