გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს 2025 წელს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა

„დიდ ოთხეულს პლუს 3 სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს 2025 წელს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც მთავარია, საქართველო კვლავ მიმზიდველი რჩება ინვესტორებისთვის მიუხედავად გამოწვევებისა და გამოწვევებად დასახელებულია ის რადიკალური პოლიტიკური ქმედებები, რომელიც ქვეყნის შიგნით არის“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია.
„ჩემი დაკვირვებით, ამ დაკვირვების საშუალებას მაძლევს, მაგალითად, ლარის კურსი - ყოველ შემდგომ ტყუილზე ჩვენ არ ვიღებთ იმ პანიკას, რომელსაც ვიღებდით დასაწყისში. ნოემბერში ტყუილებზე და ნეგატიურ მოლოდინებზე ლარის კურსი რეაგირებდა და ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ, ტყუილების ნაწილი გრძელდება, თუმცა ჩემი აზრით, საზოგადოების მედეგობა ეკონომიკური დეზინფორმაციისადმი გაზრდილია“, - აღნიშნავს Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი.