1763477357
ეკონომიკა
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7078 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7078 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ევროს კურსი 3.1367 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 ნოემბერს შევა ძალაში.