ერიკ ტრამპი: 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტი განხორციელდება თბილისში, ეს ყველაფერი დაიწყო ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე, ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, - ამის შესახებ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
ერიკ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ეს ყველაფერი დაიწყო მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება. ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და ეს არის ქალაქი, სადაც ყველას აქ უნდა ყოფნა. როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი, იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა და ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.