Loading data...
ელგუჯა თურმანიძე Eagle Hills-ის ინვესტიციაზე: ეს მოიტანს არა იმ ადამიანების ჯგუფს, რა საშიშროებაზეც საუბრობენ, არამედ ეს იქნება მაღალმსყიდველუნარიანი ინვესტორების შემოდინების მასტიმულირებელი ისეთი ბაზრებიდან, რომელ ბაზრებზეც ვერ ვოპერირებთ

„ასეთი რეპუტაციული კომპანია ასეთი დიდი ინვესტიციით რომ შემოდის საქართველოში, რა მოცულობის ინვესტიციაც მას სხვაგან არ განუხორციელებელია, მე ვფიქრობ ამაზე ნეგატივის [აგორება] გაუჭირდებათ“, - განაცხადა „იმედის დილის“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ ბიზნესმენმა ელგუჯა თურმანიძემ Eagle Hills-ის საწინააღმდეგო კამპანიის საკითხზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, ეს ინვესტიცია მოიტანს არა იმ ადამიანების ჯგუფს, რაზეც ხშირად საუბრობენ, არამედ, ეს იქნება მაღალმსყიდველუნარიანი ინვესტორების შემოდინების მასტიმულირებელი.

„სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესში, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მე არ მახსოვს ასეთი მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებულიყო. მათი შემოსვლა ძალიან დაეხმარება საქართველოს და კონკრეტულად ჩვენს სფეროში მოღვაწე კომპანიებსა თუ თანამდევ სხვა ბიზნესებს. [დაეხმარება] ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში, შესაბამისად, ახალი არატრადიციული ბაზრებიდან როგორც კონკრეტული ინვესტორების შემოდინებაში ასევე კონკრეტული მყიდველების, დაინტერესებული პირების შემოდინებაში და გავალთ საერთოდ სულ სხვა მასშტაბზე. როგორ შეიძლება ამ მოცულობის ლეგალური ინვესტიცია, რომელიც იქნება სწორად მართვადი, იყოს ქვეყნისთვის ცუდი. ეს ინვესტიცია მოიტანს არა იმ ადამიანების მასას და იმ ადამიანების ჯგუფს, რა საშიშროებაზეც საუბრობენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, ეს იქნება მაღალი მსყიდველუნარიანი მყიდველების, ინვესტორების შემოდინების მასტიმულირებელი ჩვენს ქვეყანაში და ისეთი ბაზრებიდან, რომელ ბაზრებზეც ჩვენ ვერ ვოპერირებთ. ეს არის მაღალმსყიდველუნარიანი პირობითად აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები, წარმოშობით ჩინელი, ინდოელი შუა აზიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ასე შემდგომ, რომლებიც ვერ გვენდობიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენს რეგიონს იმიტომ რომ უბრალოდ არ გვიცნობენ დღემდე და ეს არის საშუალება, რომ ჩვენ მათ თავი გავაცნოთ. ასეთი რეპუტაციული კომპანია, ასეთი დიდი ინვესტიციით რომ შემოდის საქართველოში, რა მოცულობის ინვესტიციაც მას სხვაგან არ განუხორციელებელია, მე ვფიქრობ ამაზე ნეგატივის [აგორება] გაუჭირდებათ.

მახსოვს ჯერ კიდევ 2005 წლიდან ვლამობდით აჭარის შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული გონიოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოსულიყო 2 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია და დღემდე ეს ვერ განხორციელდა. ახლა განხორციელდა და არ მოგვწონს - ცოტა უცნაურია“, - აღნიშნა თურმანიძემ.