ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4,690.2 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით.
უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„2025 წლის მეოთხე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით და 586.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (15.6%-ით – 660.4 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით – 223.3 მლნ აშშ დოლარი), საუდის არაბეთიდან ( 15.8%-ით – 141.3 მლნ აშშ დოლარი), სომხეთიდან (7.7%-ით – 169.5 მლნ აშშ დოლარი), უკრაინიდან (5.9%-ით – 157.6 მლნ აშშ დოლარი)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.