Loading data...
დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი

დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი.

სემეკში გაზისა და დენის ტარიფებზე დღეს იმსჯელებენ. დღის წესრიგშია კიდევ 20-მდე საკითხი.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები - ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული, დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.