დავით ნარმანია: გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით
„გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ჰესების, ქარის და მზის სადგურების განვითარება.
„ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით პოსტკოვიდ პერიოდის მერე გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. ყოველწლიურად სამ ნახევარი, ოთხი პროცენტით უფრო მეტი ელექტროენერგია მოიხმარება ქვეყანაში, ვიდრე წინა წელს მოიხმარებოდა და ეს დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან. ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით.
ძალიან მალე ერთი ძალიან მსხვილი ქარის სადგური შევა ექსპლუატაციაში, მანამდე გავეცით ორი ელექტროენერგიის ჰიდროსადგურის საქმიანობაზე წარმოების ლიცენზია. მზის სადგურები შედის ეტაპობრივად ექსპლუატაციაში. იქმნება ენერგია თუმცა ტემპი უფრო მეტი გვჭირდება. ეს ერთია და მეორე ეს არის, თვითონ შიგნით ქსელების განვითარება, ქვესადგურების განვითარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, როდესაც მიწოდებაში კონკურენცია გაჩნდება და მიწოდება უფრო მეტი იქნება ვიდრე მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ბაზარი გაიხსნება და ელექტროენერგიის ფასი შემცირდება.