ალკის დრაკინოსი: შუა დერეფანი შესანიშნავი ინიციატივაა, საქართველო მის ცენტრშია, კავკასიას გადამწყვეტი როლი აქვს აზია-ევროპის დაკავშირებაში, დაინტერესებული ვართ, ჩავერთოთ ყველა პროცესში
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლის ალკის დრაკინოსის განცხადებით, შუა დერეფანი შესანიშნავი ინიციატივაა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაინტერესებულია, ჩაერთოს ყველა პროცესში.
ალკის დრაკინოსს კითხვა დაუსვეს, როგორ შეიძლება გაიზარდოს შუა დერეფნის შესაძლებლობები.
„შუა დერეფანი შესანიშნავი კონცეფცია, ინიციატივაა და საქართველო მის ცენტრშია. მთელ კავკასიას გადამწყვეტი როლი აქვს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაინტერესებულია, ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა დისკუსიასა და პროექტის შესწავლაში, როგორ გავხადოთ შუა დერეფანი სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. უკვე აქტიურები ვართ ყველა ქვეყანაში, რომლებიც აკავშირებენ შუა დერეფანს ცენტრალური აზიიდან კავკასიამდე.
საქართველოზე თუ ვსაუბრობთ, ჩვენ უკვე ინვესტიცია ჩავდეთ სარკინიგზო პროექტებში, საგზაო პროექტებში, კვლევებში, რომლებიც აძლიერებენ საპორტო სისტემას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელსაც აზრი აქვს.
ჩვენ აქ ვართ, რათა სხვებისგან ვისწავლოთ და ასევე, წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ეს არის ყოვლისმომცველი თემა, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას, მშვიდობის პერსპექტივას ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ალკის დრაკინოსმა.