Loading data...
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.

საქსტატის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.