2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა

საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით.
2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის: გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, ფაქტობრივად, მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;
2025 წლის იანვარ-მარტში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (5 700 392.3 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5 581 211.3 ათასი ლარი) 102.1%; მათ შორის: გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი,ფაქტობრივად, მიღებული იქნა 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%;
მეტი დეტალიზაციისთვის აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,174 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 9.6%-ით აღემატება.
2025 წლის თებერვალში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად, 5.2 და 3.7-პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.