1761225033
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7200 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1522 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1407 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0648 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 ოქტომბერს შევა ძალაში.