Loading data...
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

TUMO-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

TUMO ქუთაისი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. TUMO-ს საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიხსნა.

საგანმანათლებლო ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.

აღსანიშნავია, რომთუმო ქუთაისი“-ში სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ინფორმაციისთვის, თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. პროგრამა 12 - 18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლების მოდელი თვითმართვადი სწავლების პრინციპს ეფუძნება და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.