Loading data...
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის სპეციალურ შეთავაზებას იწყებს. 11 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, თუ მშობელი შვილს sCoolApp-ში დაარეგისტრირებს და ის აპლიკაციაში ავტორიზაციას გაივლის, მშობელი 10 ლარს მიიღებს, ხოლო 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლები - რიგითობის შესაბამის საჩუქარს: 50, 100, 500 ან 1000 ლარს.

კამპანიაში ჩართვა მარტივია: მშობელმა შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან უნდა დაარეგისტრიროს, რის შემდეგაც შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია უნდა გაიაროს. წარმატებული რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ მშობელი საჩუქრის შესახებ შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. დამატებით, 50-ე, 100-ე, 500-ე და 1000-ე მომხმარებლებს კი რიგითობის შესაბამისი პრიზი ავტომატურად გადაეცემათ.

საჩუქრის მიღების შესახებ ინფორმაციას მშობელი SMS-ით ან მობილბანკის შეტყობინების სახით, ხოლო sCoolApp-ის გასააქტიურებლად საჭირო მონაცემებს ბავშვი SMS-ის საშუალებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ვრცელდება თითოეულ წარმატებულ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, თუ მშობელს რამდენიმე შვილი ჰყავს, მას შესაძლებლობა აქვს, საჩუქარი თითოეული ბავშვის რეგისტრაციისთვის ცალ-ცალკე მიიღოს.

როგორ ჩაერთოთ კამპანიაში

  • დაარეგისტრირეთ შვილი sCoolApp-ში მობილბანკიდან
  • დარწმუნდით, რომ შვილმა აპლიკაციაში ავტორიზაცია გაიარა
  • დაელოდეთ საჩუქრის შესახებ SMS-ს ან მობილბანკის შეტყობინებას

ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომლებსაც უამრავი საინტერესო შეთავაზება და ფუნქციონალი მოჰყვება. აპლიკაციას უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. გადმოწერეთ sCoolApp ან გაიგეთ მეტი აპლიკაციის შესახებ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.