საქართველოს ბანკის QR განვადებით შოპინგი მოგებიანია - მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად
საქართველოს ბანკი შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს.
22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც QR განვადებით 1,000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს შეიძენს, საჩუქრად 20,000 PLUS ქულას მიიღებს.
QR განვადება მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ნივთის შესაძენად განვადება, ყოველგვარი საბუთებისა და რიგების გარეშე, სულ რამდენიმე წუთში დაიმტკიცოთ.
სად შეგიძლიათ ისარგებლოთ QR განვადებით?
QR განვადებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 1,500-ზე მეტ ობიექტში შეგიძლიათ. მათ შორის: ალტა, გორგია, ელიტ ელექტრონიქსი, კენარი, ზუმერი, იუსკი, ტექნო ბუმი, თაიმი, კონტაქტი, iSpace, iPlus, მეგატექნიკა და სხვა.
როგორ მუშაობს QR განვადება?
- ლიმიტის წინასწარი შემოწმება
მობილბანკში შეგიძლიათ წინასწარ შეამოწმოთ გაქვთ თუ არა განვადების ლიმიტი დამტკიცებული. ამისთვის მობილბანკის მთავარ გვერდზე, მენიუში, გადადით ჰაბზე და შემდეგ აირჩიეთ „შეთავაზებები და განაცხადები“.
- QR კოდის დასკანერება
ნივთის შერჩევის შემდეგ, მაღაზიაში, სალაროსთან დაასკანერეთ საქართველოს ბანკის QR კოდი და გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკით.
- განაცხადის შევსება:
- მიუთითეთ ნივთის ღირებულება;
- აირჩიეთ განვადების ვადა და გადახდის რიცხვი.
- პირობების დადასტურება
გაეცანით ხელშეკრულებას და დაეთანხმეთ პირობებს.
- ნივთის მიღება
ხელშეკრულების დადასტურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება და SMS-ის სახით უნიკალურ 8 ნიშნა კოდს მიიღებთ, რომელიც მოლარეს უნდა უკარნახოთ. ნივთს კი მაშინვე მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორ ობიექტებში უკვე მოქმედებს შავი პარასკევის ფასდაკლებები. QR განვადება კი თავის მხრივ, პროცესს უფრო მარტივს, სწრაფს და მოგებიანს ხდის.
მოგების სტატისტიკის ლაივ რეჟიმში სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
ამ ბმულზე კი თქვენთვის ხელმისაწვდომი განვადების ლიმიტს გაიგებთ: https://go.bog.app/ngj2/yk91rwyq