Loading data...
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

განათლება უწყვეტი პროცესია, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გვაძლევს შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ ახალი ინტერესები, განვავითაროთ უნარები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

ცოდნის მიღება სკოლისა თუ უნივერსიტეტის დასრულებით არ სრულდება. ყოველი ახალი გამოცდილება სწავლისა და წინსვლის შესაძლებლობას ქმნის.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, ამ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გრძელვადიანი პრიორიტეტია. საგანმანათლებლო პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს შეუძლია ისწავლოს, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და განვითარების ახალი გზა იპოვოს.

სწორედ ამ თემებზე საუბრობს სანდრო ასათიანი- AI ტრანსფორმაციის და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აგრუპში. “სწავლის საწვლის უნარი, რომელსაც გავყავართ უწყვეტ განათლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია”,- ამბობს სანდრო და დასძენს რომ მშობელი არის ის, ვინც შვილს უნდა დაეხმაროს თავის თავში აღმოაჩინოს შესაძლებლობები.”

ვრცლად, კიდევ რას ფიქრობს სანდრო განათლების უწყვეტ შესაძლებლობებზე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.