საინვესტიციო ქონების შერჩევა — რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ გადაწყვეტილებად მიიღებთ
უძრავი ქონება ინვესტიციისთვის საიმედო არჩევანია, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ბაზარი მუდმივად ვითარდება და საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების ღირებულება იზრდება. მანამ სანამ საინვესტიციოდ უძრავი ქონების შერჩევას დაიწყებდეთ, რამდენიმე ფაქტორს გაგიზიარებთ, რომლებიც ამ პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
საინვესტიციო ქონება სხვადასხვა სახისაა. ბინები და კომერციული უძრავი ქონება ყველაზე გავრცელებული არჩევანია, მაგრამ მიწის ნაკვეთებსაც თავისი უპირატესობები აქვს თავისი უპირატესობები. მიწა სასრული რესურსია, ის ლიმიტირებული რაოდენობითაა და მისი რაოდენობა არ გაიზრდება. ამ ფაქტორის გამო, განსაკუთრებით განვითარებად რეგიონებში, მიწის ღირებულება სტაბილურად იზრდება. მზარდი დინამიკა განსაკუთრებით ახასიათებს ისეთ პრემიუმ სეგმენტის პროექტებს, როგორიც ტაბახმელაში დაგეგმილი მატერია ისთეითსი არის. პროექტის ფარგლებში 600-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ნაკვეთები იყიდება. თითოეულ ნაკვეთზე წყალი, გაზი და დანარჩენი კომუნიკაციები უკვე მიყვანილია.
ლოკაცია ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომლითაც ბინის, კერძო სახლი, მიწის ნაკვეთისა და კომერციული ობიექტის საინვესტიციო პოტენციალი განისაზღვრება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კარგ მდებარეობად მხოლოდ ქალაქის ცენტრალური უბნები არ მიიჩნევა, მეტიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება თბილისის შემოგარენი, კრწანისი, ტაბახმელა და ა.შ. ამას თანამედროვე ადამიანის დამღლელი ცხოვრების ტემპი განაპირობებს — სამსახურის შემდეგ ყველას უნდა, მშვიდ გარემოში და ოჯახის გარემოცვაში გაატაროს დრო.
დეველოპერის სანდოობის შემოწმება აუცილებელია. მნიშვნელოვანია კომპანიის წინა პროექტების ნახვა და იმის გარკვევა, დროულად დასრულდა თუ არა მშენებლობა, დაცული იყო თუ არა ხარისხი. კომპანიის ისტორია და გამოცდილება ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ დეველოპერს რამდენიმე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, დიდი ალბათობით ახალსაც ხარისხიანად დაასრულებს.
თანამედროვე კომპლექსებში ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, მხოლოდ კარგი ბინა ან სახლი აღარ არის საკმარისი. მცხოვრებლები ითხოვენ სპორტულ მოედნებს, პარკებს, უსაფრთხო ეზოებს ბავშვებისთვის. სწორედ ამ მოთხოვნებს ითვალისწინებს Outlook Forest-ის აპარტამენტები კრწანისში, რომელიც 70 ათას კვადრატულ მეტრზე ხორციელდება და გარდა საცხოვრებელი კორპუსისა, სასტუმროს, რესტორნებსა და სპორტულ ობიექტებსაც მოიცავს.
უძრავ ქონებაში ინვესტირების დროს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინება აუცილებელია. უბნის განვითარების ტენდენცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გეგმები, მეზობელი პროექტები — ყველაფერი განსაზღვრავს ინვესტიციის მომგებიანობას.
კომპანიის შესახებ: მატერია დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. იგი ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.
პროექტების სამშენებლო მიმართულებას კვლავ Outlook Construction უძღვება — კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს გამოცდილება დადასტურებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორიცაა სრულად გაყიდული Outlook Vake და ახალი პროექტი Outlook Forest.
Outlook Development-ის რეპუტაცია მატერიას თითოეული პროექტის ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა. დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ კომპანიის ვებგვერდიდან მიიღებთ, ან ეწვიეთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაუკავშირდით ნომერზე +995 0322 11 11 10