LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების და საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ. ნოემბერში საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება:
- 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე
- 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn
- 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50
- 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.