Loading data...
ისტორიული გამარჯვება: საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჩემპიონატზე, ქართველმა პარასპორტსმენებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვის და თურქეთის გუნდები დაამარცხეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვა:

  • 4 ოქრო
  • 2 ვერცხლი
  • 4 ბრინჯაო

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებებს, ქართველმა პარასპორტსმენებმა 9 მედალი მოიპოვეს:

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ქალდანი (70კგ), ლევან გუგავა (-81კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+95კგ).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ბაჩუკი შელიამ (-91 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (-95 კგ).

ბრინჯაოს მედლები კი შემდეგმა პარასპორტსმენებმა მიიღეს: ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-95კგ), ზურაბ ზურაბიანი (-70კგ), საბა ბაღდავაძე (-81 კგ).

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.