Loading data...
ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ.

17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით, შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ.

მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე.

ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები.

თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.

თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.