გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების გზაზე აქტიურად უჭერს მხარს.
სწორედ ამიტომ, ბანკი მათ ტექნოლოგიების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული მიმართულებებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.
ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.
ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს.
UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.
Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.