ავტო სესხი თუ ლიზინგი? როგორ შევიძინოთ მანქანა თუ თანხა არ გვყოფნის
ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი შენაძენია რომელიც თანამედროვე ადამიანს სჭირდება. ბუნებრივია, ხშირ შემთხვევაში ათასობით დოლარი ხელზე სრულად არ გვაქვს, ამიტომ ბანკის ან სხვა ფინანსური დაწესებულების დახმარებით სარგებლობა გვიწევს.
ამჟამად ბაზარზე ორი ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტი ბანკის ავტო სესხი და სალიზინგო მომსახურებაა. იმისთვის, რომ სწორად გათვალო, რომლით სარგებლობა ჯობია შენი პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ჯერ თითოეული მათგანის სპეციფიკა დეტალურად გაიაზრო.
ავტოსესხი: რა არის და როგორ მუშაობს?
ავტო სესხი პოპულარული საბანკო ფინანსური პროდუქტია. მომხმარებელი იღებს სპეციალიზებულ სესხს ბანკში, რომლის გარანტიაც უშუალოდ შესაძენი ავტომობილია (ამიტომ სესხის თანხა ავტომობილის სავარაუდო საფასურით განისაზღვრება). ამ ტიპის სესხის მთავარი დადებითი მახასიათებელი საკუთრების უფლებაა - თანხის მიღებისა და ყიდვის პროცედურის დასრულებისთანავე, ავტომობილი მსესხებლის საკუთრება ხდება.
ავტო სესხის აღებისას, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, დაფაროს თანხა წინასწარ გაწერილი გრაფიკით. მანქანის სესხით დატვირთვა არ ზღუდავს მომხმარებელს სარგებლობაში - მას, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრეს, შეუძლია ყიდვის მომენტიდან ისე გამოიყენოს ტრანსპორტი, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
ავტო ლიზინგი: ალტერნატიული გზა მანქანის შესაძენად
ლიზინგი განსხვავებული მოდელით მუშაობს. თუ ბანკის სესხის შემთხვევაში, მფლობელი მომხმარებელია, ლიზინგის ფინანსური ორგანიზაცია ყიდულობს ავტომობილს და მომხმარებელს გადასცემს მხოლოდ სარგებლობის უფლებით. მომხმარებელი კი, თავის მხრივ, იხდის ყოველთვიურ სალიზინგო გადასახადს (ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ქირაობს ავტომობილს).
დამფინანსებელი კომპანია სრულუფლებიან იურიდიულ მესაკუთრედ რჩება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. საკუთრების უფლება კლიენტზე გადადის მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და ბოლო შენატანის დაფარვის შემდეგ. ავტოლიზინგის ხელშეკრულება ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს დამატებით პირობებსაც. მაგალითად, წლიური გარბენის მკაცრად დაწესებულ ზღვარს ან ტექნიკური მოდიფიკაციის შეზღუდვას.
რომლით სარგებლობა ჯობია: ავტო სესხით თუ ლიზინგით?
პასუხი კონკრეტულ ფაქტებსა და პირობებზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობისთვის საბანკო ავტო სესხი გაცილებით მომგებიანი და სანდო არჩევანია.
ლიზინგის შემთხვევაში, მომხმარებელი ფაქტობრივად სხვის მფლობელობაში არსებული ქონებით სარგებლობს და ემორჩილება ხელშეკრულებით გაწერილ ჩარჩოებს. სესხით შეძენილი ავტომობილი კი პირდაპირ მყიდველის მფლობელობაში გადადის. როდესაც მანქანის სრულუფლებიანი მფლობელი ხარ, არ გიწევს იმაზე ფიქრი, გაქვს თუ არა უფლება კონკრეტულ ადგილებში იმოგზაურო, შეცვალო ავტომობილის მახასიათებლები ან გარბენის ლიმიტი აკონტროლო. შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის ბანკის ავტო სესხით სარგებლობა ცალსახად უკეთესი გამოსავალია, გარდა იმ შემთხვევებისა თუ კონკრეტული მიზეზების გამო ავტომობილის საკუთარ მფლობელობაში ქონა არ სურთ.
რატომ უნდა ისარგებლო კრედო ბანკის ავტო სესხით?
ნებისმიერი სესხის აღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ისეთ ფინანსურ დაწესებულებასთან თანამშრომლობა, რომელსაც ენდობი. ავტო სესხი გამონაკლისი არაა. კრედო ბანკი 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს საფინანსო სექტორში და რეგულარულად ემსახურება 500 000-ზე მეტ მომხმარებელს.
კრედო ბანკის ავტო სესხი მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას 75,000 ლარამდე, 12-დან 72 თვემდე ვადით. პროცედურა მარტივია და თანხის მიღება იმავე დღესაა შესაძლებელი. განიხილება როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილების შეძენა, მათ შორის კერძო პირისგანაც. ასევე, აქტიურად ფინანსდება ელექტრომობილების ყიდვა.
კრედო ბანკს საინტერესო შეთავაზება აქვს იმ პირებისთვისაც, ვისაც უკვე ჰყავს საკუთარი ავტომობილი და დამატებითი ფინანსების მოძიებას სხვა საჭიროებისთვის ცდილობს. კრედო ბანკის სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით გაძლევს საშუალებას მანქანა სესხის გარანტიისთვის გამოიყენო (ისევე, როგორც ყიდვის შემთხვევაში) ისე, რომ შენს სარგებლობაში დარჩება. განაცხადისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და ტექპასპორტია საჭირო.
იმისთვის, რომ ავტო სესხის გრაფიკი და ყოველთვიური შენატანი მაქსიმალურად მოარგო შენს შესაძლებლობებს, გამოიყენე ავტო სესხის კალკულატორი. მისი დახმარებით ბევრად გაგიმარტივდება ფინანსების სწორად გადანაწილება და ყოველთვიური შენატანის ოპტიმალურად განსაზღვრა ისე, რომ დიდ ტვირთად აღარ დააწვეს ბიუჯეტს.