ახალი საცხოვრებელი სივრცე საბურთალოზე - დეტალები „მეტროპოლ ქავთარაძის“ შესახებ
თბილისში უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება, თუმცა საბურთალო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნად. ამის მიზეზი განვითარებული ინფრასტრუქტურა და ქალაქის ცენტრთან სიახლოვეა. სწორედ ამ უბანში, კონკრეტულად კი ქავთარაძის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ ახალ პროექტს ახორციელებს.
საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ თბილისში ბინის შერჩევისას ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი მისი ადგილმდებარეობაა. ამ თვალსაზრისით, ,,მეტროპოლ ქავთარაძე” სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას შენდება. პროექტის უპირატესობა ისაა, რომ „სითი მოლი“, იპოდრომი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და სხვა ობიექტები რამდენიმე წუთის სავალზეა, რაც ყოველდღიურ გადაადგილებასა და საჭირო სერვისების მიღებას ამარტივებს.
კომპლექსი ჯამურად 16 490 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. აქედან 1 ჰექტარი მთლიანად სარეკრეაციო ზონას ეთმობა, რომელიც თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული სივრცე იქნება. ეზოში მოეწყობა შადრევნები, სკვერები და მოსასვენებელი პავილიონები, რაც განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის.
გარდა გამწვანებისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მრავალფეროვანი ფუნქციური სივრცეები. აქ განთავსდება სპორტული და ფეხბურთის მოედნები, ასევე საფეხმავლო ბილიკები. ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია საკუთარი საბავშვო ბაღის არსებობა, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ შეძლებენ დროის გატარებას. ამასთანავე, პროექტი მოიცავს კომერციულ და საოფისე ფართებსაც, რათა მაცხოვრებლებმა საჭირო მომსახურება ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღონ.
ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობის ფონზე, მნიშვნელოვანია პარკინგის საკითხიც. „მეტროპოლ ქავთარაძეში“ 5 დონიანი ავტოსადგომი მოეწყობა, რომელიც 334 ავტომობილზეა გათვლილი.
მშენებლობის პროცესი გეგმის სრული დაცვით, ზოგიერთ ნაწილში კი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამოყენებულ მასალებსა და ენერგოეფექტურობას. შენობის ფასადი გერმანული YTONG-ის აირბლოკით მოპირკეთდება. ეს მასალა გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით, რაც მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს. რაც შეეხება შიდა ტიხრებს, აქ გამოყენებულია პემზისა და ბეტონის ბლოკები, რომლებიც ხმის იზოლაციას აუმჯობესებს.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით. ეს მესაკუთრეებს უმარტივებს სარემონტო სამუშაოებს, რადგან ძირითადი შავი სამუშაოები უკვე შესრულებულია და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტია ჩასატარებელი.
პროექტი ჯამში 534 აპარტამენტს აერთიანებს. დაგეგმარება მორგებულია სხვადასხვა საჭიროების ადამიანებზე — იქნება ეს მარტოხელა ადამიანი, წყვილი თუ დიდი ოჯახი. ბინების ფართობი 51.6 კვ.მ-დან იწყება და 187.4 კვ.მ-მდე აღწევს.
მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება. პროექტის მიმართ ინტერესი მაღალია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბინების 60%-ს უკვე ჰყავს მფლობელი. მომავალ მობინადრეებს საშუალება აქვთ, მუდმივად ადევნონ თვალი მშენებლობის პროცესს, რაც ზრდის სანდოობასა და გამჭვირვალობას.
დაინტერესებულ პირებს ხშირად აქვთ კითხვები ფინანსურ დეტალებზე, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა “მეტროპოლში” ბინის ყიდვა განვადებით. დიახ, კომპანია მომხმარებელზე მორგებულ პირობებს გთავაზობთ — მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება, რომლით სარგებლობაც შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგიძლიათ.
თუ გაინტერესებთ, რა ღირს ბინა მეტროსთან ახლოს, ,,მეტროპოლ ქავთარაძის” საცხოვრებელ კომპლექსში, უმჯობესია, დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენთვის სასურველი ბინის შესახებ:
ტელეფონი: 032 288 89 99
ელ-ფოსტა: [email protected]
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15
,,მეტროპოლის” შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.