Loading data...
წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.