1756187678
ამინდი
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მომდევნო დღეებში კი, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28, აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში 33 გრადუსი.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი გაგრძელდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.