Loading data...
საქართველოში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.