1753951622
ამინდი
საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).