Loading data...
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 👇

მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).