1731561323
ამინდი
როგორი ამინდია საქართველოში დღეს მოსალოდნელი?
meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, 14 ნოემბერს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -7, -2°, დღისით +12, +17°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით +5, +10°.