1787029845
ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში?
„უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს.
სინოპტიკოსების თქმით, წვიმა პერიოდულად როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რეგიონებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25...+30, ხოლო აღმოსავლეთში +28...+33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ნალექიანი ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა კი 31 გრადუსამდე მიაღწევს.