როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისს, საქართველოში წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა,ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°.