1744869028
ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აპრილს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +9, +14°.