Loading data...
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში?

2 ოქტომბერს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანია ამინდია ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +20 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +9, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.