Loading data...
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12-14 აგვისტოს შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ქ. თბილისში 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13-14 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

ანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი გაწვიმდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.