Loading data...
როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).