Loading data...
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან - ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.