Loading data...
„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).