Loading data...
მოსალოდნელია თოვლი, ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი, გზებზე  ლიპყინული.

სინოპტიკოსების ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.