Loading data...
მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).